იემენის ჰუმანიტარული კრიზისის გადაჭრის პროცესში პოზიტიური ძვრებია.
მიღწეულია პირველი მნიშვნელოვანი პროგრესი. სამწლიანი ომის და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ მთავრობა და ჰუსიტი ამბოხებულები ჰოდეიდაში საბრძოლო მოქმედებების შეჩერებაზე შეთანხმდნენ. ასევე გადაწყდა, რომ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ჰოდეიდას პორტზე კონტროლს გაერო აიღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰუმანიტარული ტვირთი მოსახლეობამდე მივა.
ჟენევის შეხვედრის მთავარ შედეგებს თამთა რუხაძე გაგვაცნობს.