ხანგრძლივი ბლოკადის შემდეგ ღაზის სექტორისკენ საზღვაო დერეფანი ამოქმედდა.
დასავლეთის და არაბული ქვეყნების თანამშრომლობით, არაბულ ანკლავში ჰუმანიტარული ტვირთი საზღვაო გზით უნდა შევიდეს. ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებები ისევ უშედეგოდ მიმდინარეობს. აშშ-ის, ყატარის და ეგვიპტის შუამავლობით გამართული არაერთი შეხვედრის მიუხედავად, მუსლიმთა წმინდა თვე ღაზაში ზავის მიუღწევლად დაიწყო. დასავლეთის ქვეყნები ისრაელს მოუწოდებენ, არ დაიწყოს სახმელეთო ოპერაცია ღაზის სამხრეთში ეგვიპტის საზღვართან, სადაც მილიონზე მეტი ადამიანი იმყოფება.