კიდევ ერთი ნაბიჯი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის.
მთავრობა ჰესების მშენებლობისთვის უახლოეს დღეებში პირველ აუქციონს გამოაცხადებს. საუბარია როგორც განახლებად, ისე ალტერნატიულ რესურსებზე მომუშავე გენერაციის ობიექტებზე. ახალია დაფინანსების მოდელიც. იმ შემთხვევაში, თუ კონტრაქტით გათვალისწინებულ ფასსა და საბაზრო ღირებულებას შორის სხვაობა იქნება, მას სახელმწიფო აანაზღაურებს. 2023 წელს, აუქციონი ჯამში 700 მეგავატზე გამოცხადდება.