საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა და ახალი პროექტები

იწყება პროექტი, რომელმაც საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება უნდა გაზარდოს.

ცხადდება უკვე მეორე აუქციონი, რომლის საშუალებით ენერგოობიექტების ასაშენებლად კომპანიები უნდა შეარჩიონ. სახელმწიფო აუქციონში მონაწილეებს შეღავათიან პირობებს და რისკების დაზღვევას სთავაზობს. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო კონკრეტული ობიექტის მიერ წარმოებულ დენს კონტრაქტით გათვალისწინებული ფასით გარანტირებულად იყიდის. პროექტში მონაწილეობა შეუძლია ყველა იმ კომპანიას, რომელიც განახლებადი ენერგიის წარმოებით არის დაინტერესებული.

ენერგეტიკის სექტორის მხარდაჭერის პროექტის მიმართ ინტერესი საკმაოდ დიდია. აუქციონში ათეულობით ქართული და უცხოური კომპანია მონაწილეობს.