სამშენებლო მტვერი და ტრანსპორტის გამონაბოლქვი – ეს არის თბილისში ჰაერის დაბინძურების ორი ძირითადი წყარო. ასეთი შედეგი აჩვენა პარლამენტის ინიციატივით ჩატარებულმა მოკვლევამ.
მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საკანონმდებლო ორგანო სამინისტროებს 40-მდე რეკომენდაციით მიმართავს და მათ შესასრულებლად ორთვიან ვადას აძლევს.
წინადადებებს შორისაა სახელმწიფო უწყებების კუთვნილი ავტოპარკის ელექტრომობილებით ჩანაცვლება.
გენო ოსიყმაშვილი არკვევდა, რა რეაქციები მოჰყვა კვლევის შედეგებს იმ სამინისტროების მხრიდან, რომლებმაც პარლამენტიდან მიღებული დავალებები უნდა შეასრულონ.