ჰაერის დაბინძურებაზე რეგულაციები მკაცრდება

ჰაერის ხარისხი საკანონმდებლო დონეზე იქნება დაცული.

ბოლო საგანგაშო კვლევების შემდეგ გარემოს დაცვის სამინისტრო კანონში შესატან ცვლილებებს ამზადებს. პროექტის მიხედვით, გამკაცრდება რეგულაციები და ჯარიმები გაეზრდებათ იმ საწარმოებს, რომელთა მუშაობის შედეგად ჰაერში მავნე ნივთიერებების კონცენტრაცია დასაშვებ ნორმას გადააჭარბებს. შესაძლოა ობიექტებს შიდა მონიტორინგის ძვირადღირებული სისტემის დამონტაჟებაც მოუხდეთ. დღეს მოქმედი კანონმდებლობა კანონდამრღვევებისთვის მინიმალურ სანქციას ითვალისწინებს. სწორედ ამ გარემოებით ხსნიან გარემოსდამცველები ინდუსტრიულ ქალაქებში არსებულ უმძიმეს ვითარებას.