GWP: საგურამოში ახალი 25 მეგავატი სიმძლავრის ქვესადგურის მშენებლობა დასრულდა

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაურმა“ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში ახალი 25 მეგავატი სიმძლავრის ქვესადგური „საგურამოს“ მშენებლობა დაასრულა.

ქვესადგურის თანამედროვე ტექნოლოგიით და უმაღლესი ხარისხით მშენებლობისთვის კომპანიამ 5 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

კომპანიის ინფორმაციით, თბილისის სტაბილური წყალმომარაგებისთვის აღნიშნულ პროექტს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს: ახალი, თანამედროვე ქვესადგური „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ „საგურამოს“ და „ნატახტარის“ სათავე ნაგებობებისა და სატუმბე სადგურების ელექტროენერგიით უწყვეტ მომარაგებას გააუმჯობესებს, რაც თბილისის სტაბილური წყალმომარაგების კიდევ ერთი გარანტი იქნება.