მხარდასაჭერი აქცია

საგურამოში უნდილაშვილების 10-სულიანი ოჯახის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეების თქმით, აღსრულების ეროვნული ბიურო დღეს საპოლიციო ძალით ამ ოჯახის გამოსახლებას გეგმავდა, თუმცა მოგვიანებით გადაიფიქრა.  უნდილაშვილების სახლთან შეკრებილების ინფორმაციით, რამდენიმე წლის წინ ოჯახმა კერძო მევახშისგან 12 000 დოლარის ოდენობის სესხი აიღო, პროცენტის გადახდა ვერ შეძლო და ახლა მევახშეები საცხოვრებელი სახლიდან მათ გამოსახლებას ცდილობენ. აქციას არასამთავრობო ორგანიზაცია „მეგობარი“ და „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი, კახა კუკავაც შეუერთდნენ. აღსრულების ეროვნული ბოუროს ინფორმაციით,  გარკვეული მიზეზების გამო, მხარეთა დროული ინფორმირება ვერ მოხდა და აღსრულების პროცესი რამდენიმე დღით გადავადდა.

დატოვე კომენტარი