ილიაობა საგურამოში

ტრადიციული აქტივობებით აღნიშნეს ილიაობა საგურამოს მუზეუმში. მეოცედ გაიცემა ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმისა და „ილიას ფონდის“ მიერ დაარსებული პრემია „საგურამო“ და ილიას მედალი, „მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა“, – ქართული კულტურისა და სულიერების წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის. პრემია „საგურამოს“ 2022 წლის მფლობელები არიან: ჯემალ ინჯია , ზურაბ ლავრელაშვილი, ნოდარ გურაბანიძე , ელზა ახვლედიანი, ლევან ჭოღოშვილი, ლადო მინაშვილი და სალომე კაპანაძე. მედალი „მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა“ ქართული კულტურისა და სულიერების წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის გადაეცა პოეტ დავით მაღრაძეს, რომელიც ღონისძიებას საქართველოში არყოფნის გამო ვერ დაესწრო.