“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” ფეიქრების ქუჩაზე სამშენებლო და სარეაბილიტაციო დეპარტამენტების ახალი ოფისი გახსნა. კომპანიის მენეჯმენტმა სტრატეგიული მნიშვნელობის დეპარტამენტებისთვის თანამედროვე ტიპის სამუშაო სივრცე შექმნა.
სამშენებლო ჯგუფები სამუშაოებს ევროსტანდარტის საინჟინრო ტექნოლოგიებით ახორციელებენ. კომპანიის სარეაბილიტაციო ჯგუფების თანამშრომელთა უმრავლესობამ გადამზადება “ჯი-ვი-პი“-ს სასწავლო ცენტრში გაიარა.