გურამიშვილის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაშავებულთაგან საავადმყოფოში ორი პაციენტი რჩება. განსაკუთრებით მძიმეა დამწვრობის ცენტრში მოთავსებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მას სხეულის 60 პროცენტი აქვს დამწვარი. მეორე დაშავებული კი სამედიცინო დაწესებულებას, სავარაუდოდ, ხვალ დატოვებს. რაც შეეხება დაზიანებული კორპუსის მცხოვრებლებს, 55 ოჯახი ოთხ სასტუმროშია გადანაწილებული.