პროტესტი კინოთეატრებთან.
გურამ ფალავანდიშვილი და დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებენ, რომ ფილმის, „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებისას, მაყურებლებს დარბაზში არ შეუშვებენ. მათი განცხადებით, 8, 9 და 10 ნოემბერს კინოთეატრების პიკეტირებას მოახდენენ. გურამ ფალავანდიშვილი მოუწოდებს მთავრობას, აღკვეთოს ფილმის ჩვენება, რადგან მასში სექსუალურ უმცირესობებზეა მოთხრობილი და სიუჟეტი საქართველოში ვითარდება.