უკანონო ფორმირების შექმნაზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში 20-მდე პირი გამოიკითხა. ლევან ვასაძის ერთ-ერთი თანამოაზრე, გურამ ფალავანდიშვილი სამართალდამცველების შეკითხვებს თითქმის ექვსი საათის განმავლობაში პასუხობდა. ასევე გამოიკითხა მისი შვილიც. გაგრძელდება თუ არა პროცესი დღესაც, ამას შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით არ აცხადებენ. ასევე უცნობია, დაიბარებენ თუ არა პოლიციის განყოფილებაში თავად ბიზნესმენ ლევან ვასაძეს. უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობისა და მასში გაწევრიანების ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.