საგამოძიებო მოქმედებები 5-6 ივლისის საქმესთან დაკავშირებით

5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით, საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა და მიმდინარეოებს გურამ ფალავანდიშვილისა და „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ზურა მახარაძის სახლებში. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლთან იმყოფება ნათია ქენქაძე – რა ხდება ადგილზე, რა დამატებითი ინფორმაციის მოწოდება შეგიძლია ჩვენთვის?