ლევან ვასაძის განცხადება

გაიმართება თუ არა რეფერენდუმი „ნამახვანჰესის“ საკითხზე.

ლევან ვასაძე ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან პასუხს ელოდება. მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედის“ ლიდერი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო თანხების დაზოგვის მიზნით, გამართლებული იქნება რეფერენდუმი ჩატარდეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს. რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით ცესკო-ში განაცხადი უკვე შეტანილია.

კითხვის ფორმულირება კი შემდეგნაირია: „უნდა აშენდეს თუ არა „ნამახვანჰესი“ სახელმწიფოსა და კომპანია „ენკას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით“.