გამოკითხვები მთავარ სამმართველოში

5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში სასულიერო პირი გამოკითხეს, რომელიც 5 ივლისს აქციაზე შეკრებილებს ძალადობისკენ მოუწოდებდა.

სპირიდონ ცქიფურიშვილის გარდა, გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ გურამ ფალავანდიშვილი და მისი შვილი, ასევე „ალტ ინფოს“ დამფუძნებლები და თანამშრომლები, ისინი ტელევიზიით მოსახლეობას ასევე ძალადობისკენ მოუწოდებდნენ. საქმეზე გამოკითხვები პოლიციის სამმართველოში ამ წუთებშიც გრძელდება.