ცნობილი ქართველი მწერალი იუბილარია. გურამ დოჩანაშვილს 80 წელი შეუსრულდა.
„მინდა, რომ ჩემი ხელშეწყობით ადამიანები გახდნენ უკეთესები, ვიდრე არიან“ – ამ სულისკვეთებით იწერებოდა ნაწარმოებები, რომლებმაც საყოველთაო აღიარება ავტორს სამწერლობო შემოქმედების პირველივე წლებში მოუტანა.
„სამოსელი პირველისა“ და სხვა არაერთი ცნობილი რომანის თუ მოთხრობის ავტორი ახლაც წერს და პერიოდულად მკითხველებსაც ხვდება.