ზურაბ ქარუმიძე გარდაიცვალა

მძიმე ავადმყოფობის შედეგად 66 წლის ასაკში ცნობილი ქართველი მწერალი და მთარგმნელი ზურაბ ქარუმიძე გარდაიცვალა.

ქარუმიძე წერდა მოთხრობებს, როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენებზე. ზურაბ ქარუმიძეს სხვადასხვა დროს მიღებული აქვს ლიტერატურული პრემიები: 2018 წელს პრემია „ლიტერა“ რომანისთვის „მოგზაურობა ევროპაში“, 2010 წელს პრემია „საბა“ წიგნისთვის „ჯაზის ცხოვრება“. 2007-2008 წლებში ის იყო პირველი არხის გადაცემა, „ღამის საუბრების“ წამყვანი. ზურაბ ქარუმიძე რედაქტორობდა საქართველოში გამოცემულ ინგლისურენოვან ჟურნალებს: „საქართველო/კავკასიის პროფილი“ და „კავკასიის კონტექსტი“. ლიტერატურულ წრეებში ზურაბ ქარუმიძეს იცნობდნენ „შოუ ბაბუხადიასფსევდონიმითაც. ამ ფსევდონიმით 2017 წელს გამოიცა მისი რომანი „ბაყაყები“.