მძიმე ავადმყოფობის შედეგად 66 წლის ასაკში ცნობილი ქართველი მწერალი და მთარგმნელი ზურაბ ქარუმიძე გარდაიცვალა.
ქარუმიძე წერდა მოთხრობებს, როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენებზე. ზურაბ ქარუმიძეს სხვადასხვა დროს მიღებული აქვს ლიტერატურული პრემიები: 2018 წელს პრემია „ლიტერა“ რომანისთვის „მოგზაურობა ევროპაში“, 2010 წელს პრემია „საბა“ წიგნისთვის „ჯაზის ცხოვრება“. 2007-2008 წლებში ის იყო პირველი არხის გადაცემა, „ღამის საუბრების“ წამყვანი. ზურაბ ქარუმიძე რედაქტორობდა საქართველოში გამოცემულ ინგლისურენოვან ჟურნალებს: „საქართველო/კავკასიის პროფილი“ და „კავკასიის კონტექსტი“. ლიტერატურულ წრეებში ზურაბ ქარუმიძეს იცნობდნენ „შოუ ბაბუხადიას“ ფსევდონიმითაც. ამ ფსევდონიმით 2017 წელს გამოიცა მისი რომანი „ბაყაყები“.