ნიკო ლომოურის სახლ-მუზეუმი

ნიკო ლომოურის სახლ-მუზეუმმა ძველი იერსახე აღიდგინა.

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ არბოში მდებარე და საუკუნოვანი ისტორიის მქონე ერთსართულიანი სახლი პრაქტიკულად დანგრევის პირას იყო მისული. ორწლიანი სარესტავრაციო სამუშაოების შემდეგ მუზეუმი ახალ ფუნქციასაც შეიძენს. დაგეგმილია საგანმანათლებლო სივრცის მოწყობაც.

ნიკო ლომოურის მოთხრობების მთავარი თემაა ბატონყმობის გადავარდნის შემდეგ ქართული სოფლის ყოფაა. იგი მრავალი პუბლიცისტური და ლიტერატურულ-კრიტიკული წერილის ავტორია. ქართველი მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების გაცნობა ახლად რეაბილიტირებულ მუზეუმში აპრილიდან იქნება შესაძლებელი.

დატოვე კომენტარი