გურამ დოჩანაშვილს საზოგადოება უკანასკნელ გზაზე აცილებს

მწერალ გურამ დოჩანაშვილს საზოგადოება უკანასკნელ გზაზე აცილებს. ანდერძის თანახმად, მას საბურთალოს სასაფლაოზე, შვილის გვერდით დაკრძალავენ. სამების საკათედრო ტაძარში ხალხმრავლობა იყო დილიდან, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. პარაკლისი გადაიხადა პატრიარქის თანამოსაყდრემ და ილია მეორის წერილიც წაიკითხა. გურამ დოჩანაშვილი 3 აპრილს, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მოამბე