ვინ გაუხსნა ცეცხლი გუგეშაშვილების ოჯახს? 7 თებერვალს მომხდარ დანაშაულში ბრალდებული ამ დრომდე არ არის დაკავებული.
დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნელ-ნელა უმჯობესდება. მას სავარაუდოდ, ხვალ რეანიმაციიდან პალატაში გადაიყვანენ და ხვალვე მასთან გამომძიებლებიც მივლენ.
თავდამსხმელის ვინაობა უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, დამნაშავე თავადაც დაჭრილია. მოამბესთვის ცნობილი ხდება, რომ გუგეშაშვილების ნაქირავები ბინიდან ამოღებული მასრები ლუგერის ტიპის არის.
რა ვიცით გახმაურებული მკვლელობიდან მეოთხე დღეს?- ნახეთ ბელა ზაქაიძის სიუჟეტი.