სპეცოპერაცია წერეთლის გამზირზე

წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელს ბრალი დღეს უნდა წარუდგინონ. 31 წლის მამაკაცი ამ დროისთვის წინასწარი დაკავების იზოლატორშია. ლევან ზურაბაშვილის უფლებადამცველი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს. უფლებადამცველი ახლა ექსპერტიზის პასუხსაც ელოდება, რომლის საშუალებითაც, ადვოკატის მტკიცებით, დადასტურდება, რომ მამაკაცს ხელში ყუმბარის ფორმის სანთებელა ეჭირა და ეს ნივთი საფრთხეს არ წარმოადგენდა.

თეონა ხუბულავამ იცის ამ საქმის შესახებ უფრო მეტი და თემაზე საუბარს ახლა ის განაგრძობს.