შეიარაღებული მძარცველი და მძევლები „საქართველოს ბანკში“

ამ დრომდე დუმს „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელი.

დუშეთის ქუჩა დღეს მოვლენების ეპიცენტრში მოექცა. მეტროსადგურ „ავლაბართან“ მდებარე ბანკის შენობაში შეჭრილმა შეიარაღებულმა პირმა შვიდი ადამიანი მძევლად აიყვანა. სპეცოპერაცია მშვიდობიანად დასრულდა. სამართალდამცავებმა თავდამსხმელი თითქმის სამსაათიანი მოლაპარაკების შემდეგ დააკავეს. ადვოკატი ამტკიცებს, რომ 28 წლის მამაკაცს არანაირი მოთხოვნა არ ჰქონია. ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები ვრცელდება იმ იარაღზეც, რომელიც დამნაშავეს თავდასხმის დროს ჰქონდა.