შემთხვევა ნიდერლანდებში

ნიდერლანდებში, ქალაქ უტრეხტში, ტრამვაიში მამაკაცმა ცეცხლი გახსნა. არიან დაშავებულები, მსხვერპლის შესახებ ჯერ-ჯერობით ინფორმაცია არ გავრცელებულა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან პოლიცია და სხვა საგანგებო სამსახურები, მათ შორის ანტიტერორისტული დანაყოფები.

ინციდენტი 24 ოქტომბრის მოედანზე მდებარე გაჩერებასთან მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლო.