გუდაურში მომხდარ ტრაგედიას მხოლოდ ერთი გადარჩენილი პარაპლანის ინსტრუქტორი ჰყავს, რომელიც უკვე მეორე დღეა მკურნალობის კურსს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადის. მას მრავლობითი დაჟეჟილობა და ტვინის შერყევა აღენიშნება. კლინიკაში შეყვანისთანავე, პაციენტს ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა და ექიმების თქმით, ახლა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.