გუდაური-კობის მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო, თუმცა მოძრაობა ამ დრომდე აკრძალულია.
სპეციალისტებმა კონკრეტულ მონაკვეთზე რეკომენდაცია უკვე გასცეს, თუმცა ზვავსაშიშროების გამო, გზის სრულად გაწმენდა ნებადართული არ არის.
შეფერხება უკვე მეორე დღეა მოქმედებს მსუბუქი ავტომანქანებისთვის. რაც შეეხება სატვირთო მანქანებს, გზის გაგრძელების ნებართვას ისინი უკვე ექვსი დღეა ელოდებიან. მათ საკვები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიუტანეს.