ამინდი საქართველოში

ძლიერი თოვლი, ნისლი და ქარბუქი ქვეყნის მასშტაბით 26 დეკემბრის დღის მეორე ნახევრამდე შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მაღალმთიან რეგიონებში ზვავსაშიშროებაა, ზღვაზე კი ძლიერი – ექვსბალიანი შტორმია მოსალოდნელი. უწყების ინფორმაციით, საავტომობილო გზებზე ვითარების გამოსწორებამდე და ამინდის გაუმჯობესებამდე საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები გაგრძელდება.