ვითარება გზებზე

დიდთოვლობის გამო, რამდენიმე საავტომობილო გზაზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდა. აიკრძალა გადაადგილება გუდაური-კობის მონაკვეთზე. ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია და ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა. აკრძალულია მოძრაობა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ასევე ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზაზე.