დეკემბრის ბოლოს ქვეყანაში სეზონური გრიპის გააქტიურებას ელოდებიან.
ბოლო ერთი თვის სტატისტიკა აჩვენებს, რომ საავადმყოფოებში პაციენტთა მიმართვიანობის მაჩენებელი მკვეთრად არის გაზრდილი. ვირუსზე, რომლის 10-მდე შემთხვევა ლაბორატორიულად უკვე დადასტურებულია, ექიმები მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევენ. პრევენციის მიზნით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს, – განსაკუთრებით რისკ-ჯგუფებს, – ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.