მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის კანდიდატი ტყიბულის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა. გრიგოლ ვაშაძე სოფელ ორპირისა და საწირეს მოსახლეობას შეხვდა.
კორუფცია, უმუშევრობა, სიღარიბე და შეწყვეტილი სოციალური დახმარება – ეს ის ძირითადი პრობლემებია, რაზეც ვაშაძის თქმით, ადგილობრივები საუბრობენ.
მოსახლეობა ინფრასტრუქტურისა და ასევე სარწყავი სისტემების მოწესრიგებასაც ითხოვს. გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, მისი გამარჯვების შემთხვევაში პენსია 400-ლარამდე გაიზრდება, მასწავლებლების ხელფასი კი 1000 ლარამდე მოიმატებს. განხორციელდება დასაქმების პროგრამებიც.