გორში, დიდი ბრიტანეთის მოქალაქის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის საქმეზე დაკავებულების სასამართლო პროცესი იმართება. მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. მკვლელობისა და ძარცვის ფაქტზე ბრალი წარდგენილი აქვს ოთხ პირს, ერთს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.