ამბროლაურში, გურამ ფანჯიკიძის სახელობის ბიბლიოთეკაში, გოგი გიორგობიანის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. „ქართული ძეგლების დოკუმენტალისტი“ – ასე ჰქვია წიგნს, რომელშიც ავტორის შემოქმედების ნაწილია წარმოდგენილი. წიგნში მკითხველი ისტორიულ ფოტომასალასაც შეხვდება. გოგი გიორგობიანს გადაღებული აქვს 2000-მდე ისტორიული ექსპონატი, 500-ზე მეტი არქიტექტურული და კულტურული ძეგლი და ასობით არქეოლოგიური ექსპედიცია.