გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა - რა საკითხები განიხილეს შეხვედრაზე
გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა. თემა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავება იყო. განიხილეს საქართველოსა და ჰააგის სასამართლოს შორის 2008 წლის ომის საქმის გამოძიების ფარგლებში თანამშრომლობისა და საზოგადოების ინფორმირების საკითხები.
იუსტიციის სამინისტროში სახელმწიფო უწყებებთან გამართული შეხვედრის შემდეგ კაუპო კანდი შეხვდება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.