ჰააგის გადაწყვეტილება

საქართველო ერთ-ერთია იმ 123 ქვეყანას შორის, რომელთა ტერიტორიაზე ჩასვლის შემთხვევაში, ვლადიმერ პუტინს, საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პატიმრობა ემუქრება. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ ომის დაწყებიდან ერთ კვირაში, მსოფლიოს 38-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, მიმართა ჰააგის სასამართლოს რუსეთის მიმართ ომის დანაშაულების გამოძიებასთან დაკავშირებით.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეების გადაწყვეტილებით, რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაში ომის დანაშაულების ჩადენაშია ეჭვმიტანილი.