უკრაინის პრეზიდენტმა 9 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა. ზელენსკიმ ავიაკატასტროფის მსხვერპლთა მიმართ პატივისცემის ნიშნად, სახელმწიფო უწყებების შენობებზე დროშების დაშვების განკარგულება გასცა.
„უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ კუთვნილი თვითმფრინავი ბოინგ 737, რომელიც თეირანიდან კიევის მიმართულებით რეგულარულ რეისს ასრულებდა, 8 იანვარს ირანის დედაქალაქის აეროპორტთან ჩამოვარდა.
ავიაკატასტროფის შედეგად, ბორტზე მყოფი 168 მგზავრი და ეკიპაჟის ცხრა წევრი გარდაიცვალა.