„ყირიმის პლატფორმის“ სამიტი

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთს შეუძლია დახუჭოს თვალი ყირიმის დაკარგვაზე, ისე როგორც ეს სხვა მიტაცებული უკრაინული ტერიტორიების შემთხვევაში გააკეთა. ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ყირიმის პლატფორმის“ სამიტის გახსნის ცერემონიალზე გააკეთა. მან ასევე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთთან ტერიტორიებით ვაჭრობას არ აპირებს და რომ ყირიმის დეოკუპაცია გარდაუვალია. ზელენსკის თქმით, ყირიმის პლატფორმის მიზანი ნახევარკუნძულის დეოკუპაციის მომზადებაა.