გლოვა ირანში

ირანში გლოვაა.

ქვეყნის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი, საგარეო საქმეთა მინისტრი და კიდევ რამდენიმე ოფიციალური პირი ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ. ირან-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონაში, მდინარე არაქსზე კაშხლის გახსნა ირანის პრეზიდენტისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. უკან დაბრუნებისას ვერტმფრენი მთიან პროვინციაში ჩამოვარდა. კატასტროფას ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი ემსხვერპლა. ამ ეტაპზე ტერაქტს ან დივერსიას გამორიცხავენ. განიხილება უამინდობის და ტექნიკური გაუმართაობის ვერსია. მთიან და ტყიან რეგიონში სამძებრო სამუშაოები საათების განმავლობაში მიმდინარეობდა. ცხედრები ნაპოვნია. კატასტროფის ადგილამდე მისვლა ძლიერი ნისლის გამო საკმაოდ გართულდა.