უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა

უკრაინის პრეზიდენტი ევროპული დაპირებების შესრულების მოლოდინშია. ვოლოდიმირ ზელენსკის იმედი აქვს, რომ ევროკავშირის ლიდერები უკრაინის ძალისხმევას ღირსეულად შეაფასებენ. უკრაინის ლიდერმა ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ მისმა ქვეყანამ ყველაფერი გააკეთა, რასაც მისგან დეკემბერში ელოდებიან. მათ შორის რადამ მიიღო კანონები და მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით დაიწყო კონსულტაციები.