ავიაკატასტროფა ტვერში - გამოძიების პასუხის მოლოდინში

რა გახდა ავიაკატასტროფის მიზეზი, რომელსაც ევგენი პრიგოჟინისა და კიდევ ცხრა ადამიანის სიცოცხლე შეეწირა –  რუსეთის ხელისუფლება ვაგნერის სამხედრო დაჯგუფების ლიდერის სიკვდილთან ყველა შესაძლო კავშირს კატეგორიულად უარყოფს.

ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ახლა ყველაფერი გამოძიებამ უნდა დაადგინოს. პარალელურად, რუსეთის სხვადასხვა ქალაქში დილიდან მოქალაქეებს პრიგოჟინის დროებით მემორიალთან ყვავილები მიაქვთ და სანთლებს ანთებენ. ვიდრე მიმდევრები, „ვაგნერის“ ჯგუფის ხელმძღვანელს გლოვობენ, რუსეთის პრეზიდენტმა ახალი განკარგულება გამოსცა.