თბილისში რიგით მეორე გლობალური ბიზნესისა და ინვესტირების ფორუმი იმართება. კონფერენციის თემა – ბიზნესმდგრადობა, როგორც 21-ე საუკუნის მთავარი ბიზნესღირებულებაა. ამ საკითხზე დელეგატები 15-ზე მეტი ქვეყნიდან მსჯელობენ. მათ შორის არიან ქუვეითის პრინცესა, რომელიც არაბ საქმიან ქალთა საბჭოს თავმჯდომარეობს და ნიგერიის დედოფალი – არაბეთისა და აფრიკის ეკონომიკური განვითარების ინიციატივის დამფუძნებელი.
ფორუმი საქართველოსა და აზია-აფრიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და საქმიან ქალთა გაერთიანების ორგანიზებით იმართება.