მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაზე ბრალდებულების პროცესი გრძელდება. სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს იკვლევენ. დღეს მოწმეები დაიკითხებიან, თუმცა პროკურორმა სხდომის დაწყებამდე მათი ვინაობა არ გაასაჯაროვა. ადვოკატების განცხადებით, სავარაუდოდ, კობა ჩიტიძეს მოუსმენენ, რომელიც ციხეში ჩაწერილ ვიდეომასალაში ფიგურირებს. კერძოდ, ნიკოლოზ რევაზიშვილის საკანში ჩაწერილ მასალებში. ასევე დაცვის მხარე აცხადებს, რომ მათ პროკურატურას მიმართეს, რომ წინასწარ ეცნობებინათ მოწმეების ვინაობა, თუმცა ბრალდების მხარეს აღნიშნულთან დაკავშირებით არ უცნობებია არაფერი.