გიორგი შაქარაშვილის საქმე

მცხეთის რაიონულ სასამართლოში, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების პროცესზე, დაზარალებულად ცნობილ კონსტანტინე ღიბრაძეს დაკითხავენ. დიჯეი კოკო, რომელიც 19 ივნისის წვეულების მონაწილეა და მცხეთის მაგისტრალზე გიორგი შაქარაშვილთან ერთად გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას თავს დაესხნენ, საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმეა. დღესვე დაიკითხება მოწმე ლერი მჭედლიძეც, რომელიც შემთხვევის ადგილზე გადაადგილდებოდა.

ადვოკატების შეფასებით, კონსტანტინე ღიბრაძის ჩვენებას განსაკუთრებული მნიშვნელობა საქმისთვის არ ექნება, რადგან ის მაგისტრალის ინციდენტიდან პირველი წავიდა და ბევრ ინფორმაციას არ ფლობს.