საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ლევან დადუნაშვილის მამას, დავით დადუნაშვილს ხვდება.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას დადუნაშვილის ადვოკატი შს მინისტრი გიორგი გახარია და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი შალვა თადუმაძე ესწრებიან.
პრემიერ-მინისტრი უკვე შეხვდა პანკისის სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილსა და ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს.