ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმე

ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა. დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დღეს იმ ადგილას გაიხსენეს, სადაც მოზარდებს შორის სისხლიანი დაპირისპირება მოხდა. პარლამენტი, 51 სკოლა, ხორავას ქუჩა და ისევ პარლამენტი – ზაზა სარალიძემ და მისმა მხარდამჭერებმა დღეს მსვლელობა გამართეს.

ტრაგედიიდან 12 თვისა და 6-თვიანი სასამართლო პროცესების შემდეგაც, ზაზა სარალიძის მოთხოვნა უცვლელია – დადგინდეს მისი შვილის მკვლელი და დაისაჯონ დამნაშავეები.