შალვა თადუმაძე - პრემიერ-მინისტრი შეხვდება სარალიძის ოჯახს და მის ადვოკატს, ასევე მაჩალიკაშვილს და მის ადვოკატს
შალვა თადუმაძე - პრემიერ-მინისტრი შეხვდება სარალიძის ოჯახს და მის ადვოკატს, ასევე მაჩალიკაშვილს და მის ადვოკატს

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სარალიძის ოჯახს და მის ადვოკატს, ასევე მალხაზ მაჩალიკაშვილს და მის ადვოკატს შეხვდება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, შალვა თადუმაძემ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრას შს მინისტრი გიორგი გახარია და სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია დაესწრებიან.

„პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეხვდება სარალიძის ოჯახს და მის ადვოკატს, ასევე შეხვდება მაჩალიკაშვილს და მის ადვოკატს, აღნიშნულ შეხვედრას დაესწრება შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია. მათი დასწრება არის სარალიძის მოთხოვნა და შესაბამისად, ეს შეხვედრა ამ ფორმატში გაიმართება“, – განაცხადა შალვა თადუმაძე.

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის მამამ, ზაზა სარალიძემ გუშინ პარლამენტის შენობის წინ აქციაზე განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას გეგმავდა. დღეს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში პირველ არხს განუცხადეს, რომ გიორგი კვირიკაშვილი მზად არის, პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების გარეშე, შეხვდეს ხორავას ქუჩაზე მოკლული ორივე მოზარდის მშობლებს, მათი სურვილის შემთხვევაში, სახალხო დამცველთან ერთადაც.

ცოტა ხნის წინ, ზაზა სარალძე მთავრობის ადმინისტრაციის წინ მივიდა, თუმცა განაცხადა, რომ პრემიერთან მარტო შეხვედრას არ აპირებდა.

ამასთან, მთავრობის ადმინისტრაციაში მივიდა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.

ასევე, მთავრობის ადმინისტრაციასთან იმყოფებიან აქციების ერთ-ერთი ორგნიზატორი ზვიად კუპრავა და პოლიტიკოსები.