„გენერალ გიორგი კვინიტაძე-ჩიქოვანის ცხედართან მდგომთ გვიპყრობს მწუხარებაც და სიხარულიც. მწუხარება იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ გვახსენდება წითელ არმიასთან ჩვენი მებრძოლების უთანასწორო დაპირისპირება და წაგებული ომი, რომელმაც მთლიანად შეცვალა ჩვენი ქვეყნის ბედი. სიხარული კი იმიტომ, რომ სამშობლო არ ივიწყებს და სიხარულით იბრუნებს თავის ქვეყნის შვილებს“, – ეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სიტყვებია, რომელიც გენერალ გიორგი კვინიტაძის სამოქალაქო პანაშვიდზე მისმა მოსაყდრემ გაახმოვანა.
საქართველოს პირველი რესპუბლიკის უკანასკნელი მთავარსარდალი დღეს სამხედრო პატივით მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს.