გიორგი კვინიტაძის დაბადების დღე

ქართველი გენერლის ხსოვნის პატივსაცემად მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში თავდაცვის მინისტრის მოადგილე, დავით სუჯაშვილი და ასევე თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე – გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი იმყოფებოდნენ. მათ ეროვნულ გმირის საფლავი თაიგულებით შეამკეს და საქართველოსთვის ქართველი გენერლის ღვაწლი კიდევ ერთხელ გაიხსენეს.