„მთავარსარდლის დაბრუნება“ – ფილმის პრემიერა

18:25, 17.07.2022

თბილისის კინოს სახლში, რეჟისორ გოგი თორაძის ფილმის პრემიერა გაიმართა. „მთავარსარდლის დაბრუნება“ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავარსარდლის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ასახავს. ფილმის გადაღებები საქართველოსა და საფრანგეთში მიმდინარეობდა. მხატვრულ-დოკუმენტურ ფილმში გამოყენებულია საარქივო კადრები, მათ შორის უნიკალური ვიდეომასალა. პროექტი თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.

მსგავსი