კადეტთა სამხედრო ლიცეუმის შეხვედრები

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მოსწავლეთა ახალი ნაკადის მისაღებად ემზადება.
შეხვედრა გორის მე-3 საჯარო სკოლის მერვე და მეცხრე კლასის მოსწავლეებთან გაიმართა. ისაუბრეს ლიცეუმის დაარსების ისტორიასა და სასწავლო კურსზე. კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მოსწავლეთა მიღებას ყოველწლიურად ახორციელებს. მიიღებიან მოსწავლეები, რომლებიც მიმდინარე წელს ცხრა კლასს ასრულებენ. მოსწავლემ უნდა გაიაროს რეგისტრაცია, ჩააბაროს მისაღები გამოცდები ზოგად უნარებსა და მათემატიკაში, ასევე გაიაროს სამედიცინო შემოწმება.